ძალოსანმა გიორგი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიგო #1TVSPORT
ძალოსანმა გიორგი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიგო #1TVSPORT

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ამჯერად გამარჯვებულები 109 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ჩხეიძემ ატაცში 167, 171 და 174 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში გიორგი ჩხეიძემ ჯერ 205, შემდეგ კი 210 კგ. დაძლია და ასევე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ორჭიდის ჯამში ირაკლი ჩხეიძის შედეგი 384 კგ-ია და ის საბოლოოდ მეორე ადგილზეა.

დიდებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ეს გიორგი ჩხეიძის მიერ მოპოვებული პირველი მედლებია.