დუდა სანაძის გუნდი „ოლივეირენშე“ პორტუგალიის თასის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მსროლელის გუნდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.
პორტუგალიის თასის ფინალურ შეხვედრაში „ოლივეირენშე” „ბენფიკას” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 83-81 სძლია.
სანაძე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო. მოედანზე გატარებულ 22 წუთში დუდამ 17 ქულა დააგროვა და თამაშის ბომბარდირიც გახდა. სანაძემ ექვსიდან ოთხი ორქულიანი და ექვსიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. 17 ქულასთან ერთად მან ერთი მოხსნა, ერთი პასი და ერთი ჩაჭრაც მიითვალა.