დუდა სანაძის „ოლივეირენშემ“ პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „ბარეირენსეს“ საკუთარ არენაზე შეხვდა და დამაჯერებელი გამარჰვება იზეიმა (89-67).
ქართველი მსროლელი საასტარტო ხუთეულში იყო და 4 ქულას, 2 მოხსნასა და 3 პასს დასჯერდა.
„ოლივეირენშე“ პორტუგალიის ჩემპიონატშუ 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ბენფიკას“ ხუთი ქულით ჩამორჩება. სანაძის გუნდი მომდევნო ტურში „მადეირას“ სტუმრად დაუპირისპირდება.