ახლოვდება საკალათბურთო სეზონი და გუნდები საკონტროლო მატჩებს ატარებენ. ასეა სერბეთში, სადაც დუდა სანაძე გუნდ „ბორაცში“ ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ სანაძე „ბორაცში“ გასულ სეზონში ჩაირიცხა და ადრიატიკის ლიგის 8 მატჩში შემდეგი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 21.5 წუთი, 11.3 ქულა, 1.1 მოხსნა, 1.8 პასი.
მოახლოებული ახალი სეზონისთვის ბორცელებმა ამხანაგური მატჩები მონტენეგროში დაგეგმეს, თუმცა გუნდში დაფიქსირებულმა კოვიდ-შემთხვევებმა გეგმები აურია. კოვიდი ორ კალათბურთელსა და პერსონალის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა.
სანამ მზადება დაპაუზდებოდა, „ბორაცმა“ 5 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მონაწილეობა ყველაში მიიღო. დუდას მონაგარი ასეთია: 10 ქულა – ფმპ-სთან (86:89), 18 ქულა „დერბისთან“ (110:93), 3 ქულა – „მეტალაცთან“ (94:89), 11 ქულა – „ვრშაცთან“ (101:78), 16 ქულა – „ზდრავლიესთან“ (100:83). აღნიშნული გუნდებიდან მხოლოდ „დერბია“ მონტენეგროდან, დანარჩენები კი სერბეთს წარმოადგენენ.