დუდა სანაძის „ბორაცმა“ ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ბოსნიურ „იგოკეას“ უმასპინძლა და 78:101 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიელებს თავიდანვე ჰქონდათ უპირატესობა, ქართველი არ ნებდებოდა და საბოლოოდ მატჩის ბომბარდირიც გახდა – 24 ქულა ჩააგდო. მისი სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 30 წუთი, 4-დან 3 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი, 13-დან 9 საჯარიმო, 2 მოხსნა, 1 დაფარება.
20 ტურის შემდეგ 5 მოგებით „ბორაცი“ მე-13 ადგილზეა. უახლოეს მატჩს 2 აპრილს ხორვატულ „ზადართან“ გამართავს.