ევრობასკეტი 2022 | შესარჩევი ეტაპის თებერვლის საუკეთესო მომენტებში შერმადინი-სანაძის მოქმედება მესამე ადგილზეა [ვიდეო]
ევრობასკეტი 2022 | შესარჩევი ეტაპის თებერვლის საუკეთესო მომენტებში შერმადინი-სანაძის მოქმედება მესამე ადგილზეა [ვიდეო]

ევრობასკეტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც თებერვლის „ბაბლის“ საუკეთესო 10 მომენტია. მესამე ადგილზე გავიდა ქართველი წყვილის – გიორგი შერმადინისა და დუდა სანაძის მოქმედება სერბეთთან მატჩისას.

გიორგიმ სერბი მეურვე ცრუმოძრაობით დააბნია, ბურთი პერიმეტრზე მდგომ დუდა სანაძეს გადააწოდა და საქართველოს ნაკრებმა სამქულიანი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ეს არ იყო საუკეთესო მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის – სერბეთთან 66:92 დამარცხდა. შემდეგ იყო დრამატულ ბრძოლაში წაგებული შეხვედრა ფინეთთან (70:78), რომელშიც ქართველებმა 22-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება შეძლეს, თუმცა გადამწყვეტი შტურმისთვის ძალა არ ეყოთ.

საბოლოოდ ჩვენი ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა მარტში გაიმართება.

დატოვე კომენტარი