პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა გამართა დუდა სანაძის „ოლივეირენშემ“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „მადეირას” დაუპირისპირდა და მეტოქესთან 84-82 დამარცხდა.
ქართველი მსროლელი „ოლივეირენშეს“ რიგებში საუკეთესო იყო. სანაძემ მოედანზე 26:19 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სანაძემ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და სამქულიანებშიც იდენტური მაჩვენებელ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ კალათბურთელს ბურთი არ დაუკარგავს და ჯარიმაც არ მიუღია.
„ოლივეირენშეს“ პორტუგალიის ჩემპიონატში 13 მოგება და 8 მარცხი აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 8 მარტს, სტუმრად, „პორტუსთან” ჩაატარებს.