ფორვარდი მარკო როისი „დორტმუნდში“ 12-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვებს კლუბს. 34 წლის ფეხბურთელთან არ გააგრძელებენ კონტრაქტს, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამოიწურება, – იტყობინება დორტმუნდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
კარიერის დასაწყისში როისი „დორტმუნდის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ რამდენიმე წელი „გლადბახში“ გაატარა, 2021 წელს კი დორტმუნდელთა რიგებში პროფესიული მოთამაშის რანგში დაბრუნდა. სულ მან თავის ამჟამინდელ კლუბში 424 მატჩი ჩაატარა, 168 გოლი გაიტანა და 128 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„დორტმუნდის“ შემადგენლობაში როისმა ორჯერ მოიგო გერმანიის თასი და სამჯერ – გერმანიის სუპერთასი. ის ორჯერ აღიარეს გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად (2012, 2019) და სამჯერ ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.