დონოვან მიჩელი „იუტაში“ რჩება. ახალგაზრდა კალათბურთელმა „ჯაზთან“ „მაქსიმალურ კონტრაქტს“ მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, მიჩელი „იუტაში“ კიდევ 5 სეზონი ითამაშებს და ჰონორარის სახით $195 მილიონ დოლარს მიიღებს.
დონოვან მიჩელმა მალევე მოახერხა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად ჩამოყალიბება. გასულ სეზონზე ის მატჩში საშუალოდ 24 ქულას, 4.4 მოხსნასა და 4.3 გადაცემას აგროვებდა.
„იუტამ“ გასული პლეიოფების სერიაში „დენვერთან“ სერია 4:3 დათმო. შეგახსენებთ, რომ „ჯაზი“ 3:1 იგებდა და ამ საგრძნობი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.