დონალდ ტუსკმა და ბორის ჯონსონმა ბრექსიტის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს
დონალდ ტუსკმა და ბორის ჯონსონმა ბრექსიტის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ავრცელებს.

დონალდ ტუსკის თქმით, მან აუხსნა ბორის ჯონსონს, რატომ არის აუცილებელი ბრექსიტის კიდევ ერთხელ გადავადება.

შეგახსნებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრექსიტის კიდევ ერთხელ გადავადებას, თუმცა ის იძულებული გახდა, ამ მოთხოვნით ევროკავშირისთვის მიემართა.

დონალდ ტუსკმა გუშინ ევროკავშირს ბრექსიტის თარიღის გადავადება შესთავაზა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, ბრექსიტის თარიღის გადაწევა ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალია.