ბორის ჯონსონმა ევროკავშირს ბრექსიტის გადადება 2020 წლის 31 იანვრამდე სთხოვა
ბორის ჯონსონმა ევროკავშირს ბრექსიტის გადადება 2020 წლის 31 იანვრამდე სთხოვა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ევროკავშირს ბრექსიტის გადადება 2020 წლის 31 იანვრამდე სთხოვა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის წერილს ავტორის ხელმოწერა არ აქვს. „ბიბისის“ ინფორმაციით, პირველ წერილს თან ახლავს ბორის ჯონსონის მეორე წერილი, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრექსიტის გადადება შეცდომა იქნება.

ევროკავშირთან ახალმა შეთანხმებამ თემთა პალატაში მხარდაჭერა ვერ მიიღო, რის გამოც ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის ბრექსიტის გადადება ეთხოვა. აქამდე არსებული შეთანხმებით, ბრიტანეთს ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ლონდონიდან წერილი მიიღო და საპასუხო ნაბიჯებზე კონსულტაციას ევროკავშირის ლიდერებთან გამართავს.