დონალდ ტუსკი – როგორც პოლონელებმა აღვადგინეთ გდანსკი, ისე აღადგენთ ფრანგებიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს
როგორც დანგრეული გდანსკი აღდგა, თქვენც აღადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „თვითერის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.
„მინდა, სოლიდარობა გამოვხატო ფრანგი ერის მიმართ. როგორც გდანსკის მოქალაქე გეტყვით, რომ როგორც ჩვენი ქალაქი, რომლის 90%-ი დაანგრიეს და დაწვეს, შემდეგ აღდგა, ასევე აღადგნეთ თქვენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. სტრასბურგიდან მოვუწოდებ ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს ამ ამოცანის შესრულებაში ჩაერთოს“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძარს რამდენიმე საათიის განმავლობაში დაახლოებით 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.
ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.
I’d like to say words of comfort and solidarity with the French nation, also as citizen of Gdańsk, 90% destroyed and burnt, later rebuilt. You will also rebuild your cathedral!
From Strasbourg, French capital of the EU, I call on all 28 States to take part in this task.#NotreDame— Donald Tusk (@eucopresident) 16 April 2019