დონალდ ტრამპმა უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
დონალდ ტრამპმა უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პოლიტიკა კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და საგარეო პოლიტიკას. ამის შესახებ საუბარია ოფიციალურ შეტყობინებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.

აშშ-მ ყირიმის უკანონო ანექსიისა და დონბასში სამხედრო ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად 2014 წელს დააწესა.

ტრამპის ადმინისტრაციამ შეზღუდვების მოქმედების ვადა 2018 წელს გაახანგრძლივა.