დონალდ ტრამპმა ირანში აშშ-ის იერიშის შესახებ დაფიქსირებული პოზიციის გამო რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი გააკრიტიკა
დონალდ ტრამპმა ირანში აშშ-ის იერიშის შესახებ დაფიქსირებული პოზიციის გამო რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური ქსელის საშუალებით თავს დაესხა რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელს, რადგან ისინი ამბობენ, რომ ირანში დაბომბილი ობიექტები, შეიძლება, არ იყოს მთლიანად განადგურებული ამერიკული თავდასხმების შედეგად, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

„ირანში ჩვენი იერიშის შედეგად ტერიტორიები მთლიანად იქნა განადგურებული და ეს ყველამ იცის. მხოლოდ ყალბი მედია იტყვის რამე განსხვავებულს იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად დაგამციროს და ისინიც კი ამბობენ, რომ „საკმაოდ კარგად განადგურდა!““ – წერს ტრამპი.

მისი თქმით, ყალბ ამბებზე განსაკუთრებით მუშაობენ ელისონ კუპერი „სიენენიდან“, ბრაიან რობერტსი „ეიბისიდან“ და ჯონ კარლი „ენბისიდან“.

„სწორედ ამიტომ მათი რეიტინგები ყველა დროში ყველაზე დაბალია – ნული სანდოობა!“ – წერს ტრამპი.