დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა სარჩელი პენსილვანიაში ფოსტით მიღებული ხმების გაუქმების შესახებ

01:19, 23.11.2020

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა გაასაჩივრა მოსამართლე მეთიუ ბრენის გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა სარჩელი პენსილვანიაში ფოსტით მიღებული ხმების გაუქმების შესახებ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მოქმედი პრეზიდენტის გუნდი პენსილვანიაში ფოსტით გაგზავნილი მილიონობით ხმის გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს.

მსგავსი