დონალდ ტრამპი - ყველაფერი კარგად არის
დონალდ ტრამპი - ყველაფერი კარგად არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ განცხადებას აშშ-ის დროით ხვალ, დილით გააკეთებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„ყველაფერი კარგად არის! რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. ახლა მიმდინარეობს ზარალისა და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება. ჯერ ყველაფერი კარგადაა! ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოში! განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ“, – წერს ტრამპი.

ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.