„უოტერგეიტი“ „ობამაგეითთან“ შედარებით პატარა ჩანს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
დონალდ ტრამპის განცხადება აშშ-ის ყოფილი ლიდერის ადმინისტრაციასთან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის უთანხმოებას უკავშირდება. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ სწორედ ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იდგნენ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების უკან.
დონალდ ტრამპმა ობამას მთავრობას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ადმინისტრაცია უწოდა.
შეგახსენებთ, რომ „უოტერგეიტის“ სკანდალი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონს უკავშირდება. მაშინ კონგრესის გამოძიებამ ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კანონდარღვევის არაერთი ფაქტი გამოავლინა. რიჩარდ ნიქსონმა თანამდებობა დატოვა.