აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ივნისში ჩანიშნული ისტორიული შეხვედრის დეტალები პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
ამის შესახებ თავად დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.
მისი თქმით, ეს იყო ნაყოფიერი და საინტერესო საუბარი სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან. საუბარი მოახლოებულ ისტორიულ აუდიენციას ეხებოდა.
27 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. ისინი სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. კიმ ჩენ ინი პირველი ჩრდილოეთ კორეელი ლიდერია, რომელმაც 1953 წლის კორეის ომის შემდეგ ნახევარკუნძულის გამყოფი სამხედრო ხაზი გადაკვეთა.