სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მეთაურს პირადად ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კორეის ლიდერს მუნ ჯე ინს ტელეფონით ესაუბრა. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მეთაურს პირადად ესაუბრა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი „თვითერის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„მზად ვართ, წინ წავიწიოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობისთვის, ასევე ტურიზმის სფეროში და პანდემიის დასრულების შემდეგ მეტი თანამშრომლობისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
Today’s talk with @moonriver365 is the first-ever between the Presidents of Georgia 🇬🇪 and the Republic of Korea 🇰🇷. Ready to move to more concrete steps on #FreeTrade, more tourism, and more cooperation once this pandemic is over. @TheBlueHouseENG pic.twitter.com/749DFIICcT
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 21, 2020