ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ.

კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯე ინის შეხვედრის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, 65-წლიანი დაძაბულობის შემდეგ, კორეის ომის ფორმალური დასასრული გამოცხადდება და მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება.

დემილიტარიზებულ ზონაში 30-წუთიანი შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარ იქნება და მშვიდობის ახალი ერა დაიწყო.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საომარი მოქმედებები 1953 წელს დასრულდა, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება მას შემდეგ არ გაფორმებულა და ქვეყნები ტექნიკურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.