სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კორეის ჩრდილოეთის ახალ პოლიტიკაში
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კორეის ჩრდილოეთის ახალ პოლიტიკაში

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კორეის ჩრდილოეთის ახალ პოლიტიკაში, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი, სოციალურ ქსელ, „თვითერში“ წერს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყანა ორმხრივ კავშირებს გააძლიერებს.

„სალომე ზურაბიშვილის დამსახურებით, ჩვენი პირველი ზარი ძალიან პროდუქტიული გამოვიდა. საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კორეის ჩრდილოეთის ახალ პოლიტიკაში. ჩვენ გავაძლიერებთ ორმხრივ კავშირებს, რომ გადავლახოთ „კოვიდ 19“-ის პანდემია და მომავალში ერთობლივი მუშაობა გავაგრძელოთ“ – განაცხადა მუნ ჯე ინმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინის  ტელეფონით ესაუბრა.