დონალდ ტრამპი - სისუსტე ვერასდროს დაამარცხებს ანარქისტებს, მაროდიორებსა და კრიმინალებს, ჯო ბაიდენი კი, მთელი ცხოვრება პოლიტიკურად სუსტი იყო
დონალდ ტრამპი - სისუსტე ვერასდროს დაამარცხებს ანარქისტებს, მაროდიორებსა და კრიმინალებს, ჯო ბაიდენი კი, მთელი ცხოვრება პოლიტიკურად სუსტი იყო

სისუსტე ვერასდროს დაამარცხებს ანარქისტებს, მაროდიორებსა და კრიმინალებს, ჯო ბაიდენი კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში პოლიტიკურად სუსტი იყო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა. მისი თქმით, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს 40-წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია.

„მძინარა ჯო პოლიტიკაში 40 წელია, თუმცა არაფერი გაუკეთებია. ახლა ის თავს წარმოაჩენს, თითქოს იცის პასუხები. თუცა მან კითხვებიც კი არ იცის. სისუსტე ვერასდროს დაამარცხებს ანარქისტებს, მაროდიორებსა და კრიმინალებს, ჯო კი, მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში პოლიტიკურად სუსტი იყო. კანონი და წესრიგი!“ – წერს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ შავკანიანი მოსახლეობისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნის შემდეგ.