დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სირიისა და უკრაინის კონფლიქტებზე ვისაუბრებთ

02:04, 30.06.2018

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სირიისა და უკრაინის კონფლიქტებზე ვისაუბრებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა იქნება.

„უკრაინა, სირია, არჩევნები. ჩვენ არ გვსურს, რომ ვინმე ჩვენ არჩევნებში ერეოდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში 16 ივლისს არის დაგეგმილი.

მსგავსი