დონალდ ტრამპი – მსოფლიო ჩემპიონატი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა, ეს იყო ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო და სანახაობრივი ჩემპიონატი

22:17, 20.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა, ეს ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო და სანახაობრივი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმეს თავი შესანიშნავად გაართვეს და ჩემპიონატმაც უსაფრთხოდ ჩაიარა. ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა ფიფა-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს, რომელმაც, მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატი „ისეთ დონეზე აიყვანა, როგორსაც ვერავინ წარმოიდგენდა“.

„მსოფლიო ჩემპიონატი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა! მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი ჩვენს შესანიშნავ სამართალდამცავ ორგანოებს. მათ ყველა პატივს სცემს, ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარულთან ერთად, მათ ეს დიდი ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო და სანახაობრივ მსოფლიო ჩემპიონატად აქციეს! ასევე მადლობა ყველა სხვა მონაწილეს და განსაკუთრებით ახალგაზრდა და დინამიკურ ენდრიუ ჯულიანის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში მუშაობს და ფიფა-ს ფანტასტიკურ პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს, კარგად შესრულებული სამუშაოსთვის! ცოტა ადამიანი შეძლებს იმის გაკეთებას, რაც მან გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ისეთ დონეზე ასაყვანად, როგორსაც ვერავინ წარმოიდგენდა. გილოცავთ ყველას!“ – წერს ტრამპი.

მსგავსი