ჯარედ კუშნერი – ისრაელმა თავი უნდა დააღწიოს „ომის მუდმივ რეჟიმში ყოფნის განწყობას“ და ყურადღება ეკონომიკურ დიპლომატიაზე გადაიტანოს
ისრაელმა თავი უნდა დააღწიოს „ომის მუდმივ რეჟიმში ყოფნის განწყობას“ და ყურადღება ეკონომიკურ დიპლომატიაზე გადაიტანოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა.
ეს განცხადება იმ დროს გაჟღერდა, როდესაც ირაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან აქტიურად მუშაობს ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო შეტევის დასაწყებად.
ამ მიზნით თვის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თეთრ სახლში „მოსადის“ ხელმძღვანელი, რომან გოფმანი გაგზავნა. გოფმანმა ხაზი გაუსვა ისრაელის ეკონომიკასა და ტექნოლოგიებს და აღნიშნა, რომ ისრაელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ამ უპირატესობების კომერციალიზაციას, რათა რეგიონში უკეთ ინტეგრირდეს.
კუშნერის მოსაზრებით, თუ ღაზაში კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდება, ისრაელსა და ეგვიპტეს შეეძლებათ, სინაის ნახევარკუნძულზე ერთობლივად შექმნან მონაცემთა ცენტრები. აშშ-ისა და „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლებმა ბენიამინ ნეთანიაჰუ დაადანაშაულეს, რომ მან პოლიტიკური მიზეზების გამო ხელი შეუშალა ღაზასთან დაკავშირებულ საქმიანობაში როგორც ქნესეთის ბოლო საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ისე მის შემდეგ.
24 ნოემბერს კუშნერმა ნეთანიაჰუს დაურეკა, რათა განეხილათ „მშვიდობის საბჭოს“ შეფერხებული საქმიანობა; მან ნეთანიაჰუს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის ძალისხმევას ღაზაში.