რას აფინანსებდა USAID-ი საქართველოში

12:03, 26.11.2026

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აზიარებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ USAID-მა შექმნა „ფერადი რევოლუციების გლობალური ქსელი“, რომლის მაგალითად საქართველოა მოყვანილი. სტატიის თანახმად, USAID-ი ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო საზღვარგარეთ რეჟიმების შესაცვლელად. ასევე აღნიშნულია, რომ დაფინანსების მიმღებთა შორის იყვნენ მედიები, იურისტები, არჩევნების დამკვირვებლები, აქტივისტების საწვრთნელი პროგრამები და მმართველობითი მონაცემთა ბაზები. ნათქვამია ისიც, რომ 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან, ამერიკულმა და ევროპულმა დაფინანსებამ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში ხუთივე ეს შესაძლებლობა განავითარა. სტატიის თანახმად, საქართველო არის ქვეყანა, სადაც მთელი ეს პროცესი საჯაროდ განვითარდა, ამიტომ სწორედ საქართველოშია შესაძლებელი მისი „კვალის მიდევნება“. სტატიის მიხედვით, ოცი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ წარადგინა კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების გამჟღავნებას ავალდებულებდა. მასკის განცხადებას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი