დონალდ ტრამპი მექსიკასთან საზღვრის დაკეტვით იმუქრება, თუ ცენტრალური ამერიკის ქვეყნები მიგრანტების შესაჩერებლად ზომებს არ მიიღებენ
დონალდ ტრამპი მექსიკასთან საზღვრის დაკეტვით იმუქრება, თუ ცენტრალური ამერიკის ქვეყნები მიგრანტების შესაჩერებლად ზომებს არ მიიღებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკასთან არსებული სამხრეთის საზღვრის დაკეტვით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ამერიკის ქვეყნები მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ზომებს არ მიიღებენ.

გავრცელებული ცნობით, მიგრანტების ორი ქარავანი, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანია, ამ დროისთვის მექსიკის მიმართულებით, გვატემალის ტერიტორიაზე იმყოფება. საბოლოო დანიშნულების პუნქტს კი აშშ წარმოადგენს.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დახმარებას გაერო-ს გენერალურ მდივანს სთხოვს, რათა ჰონდურასის, გვატემალისა და სალვადორის ხელისუფლებებმა ერთობლივად მიიღონ ზომები და შესთავაზონ თავშესაფარი მექსიკისკენ მიმავალი ქარავანს.