დონალდ ტრამპი - კორუმპირებულ ისტებლიშმენტს ვძულვარ, რადგან მე მათ არ ვპასუხობ
დონალდ ტრამპი - კორუმპირებულ ისტებლიშმენტს ვძულვარ, რადგან მე მათ არ ვპასუხობ

კორუმპირებულ ისტებლიშმენტს ვძულვარ, რადგან მე მათ არ ვპასუხობ, მე თქვენ გპასუხობთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ის გლობალურ სპეციალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რომელიც ამერიკისთვის რესურსების ათვისებით მდიდრდება. აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებს უთხრა, რომ ამერიკის ეკონომიკა უპრეცედენტო სისწრაფით, 33 პროცენტით იზრდება.

ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენის პოლიტიკით წლების განმავლობაში მხოლოდ თავად ბაიდენმა და მისმა ოჯახმა ისარგებლეს. მისი თქმით, ბაიდენი მხოლოდ თავის განსაკუთრებულ ინტერესებს ემსახურება.

„ჯო ბაიდენი ამბოხებულების, მძარცველების, ცეცხლის გამჩენების, იარაღის ქურდების, დროშის დამწველების, მარქსისტების, ლობისტებისა და განსაკუთრებული ინტერესების კანდიდატია. მე ვარ ფერმერების, ქარხნების მუშების, პოლიციელებისა და ყველა რასის, სარწმუნოებისა და აღმსარებლობის შრომისმოყვარე და კანონმორჩილი პატრიოტების კანდიდატი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.