დონალდ ტრამპი - კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი სურსათის პროგრამის დაფინანსება მილიარდი დოლარით გაიზრდება
დონალდ ტრამპი - კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი სურსათის პროგრამის დაფინანსება მილიარდი დოლარით გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი სურსათის პროგრამის დაფინანსება ერთი მილიარდი დოლარით გაიზრდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა შარლოტში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში ფედერალური მთავრობა ფერმერებისგან სურსათს ყიდულობს და შემდეგ ამ პროდუქტებს გაჭირვებულები მიიღებენ.

„დღეს მე გადავწყვიტე, რომ სასურსათო პროგრამა დამატებით ერთი მილიარდი დოლარით დაფინანსდება“, – განაცხადა ტრამპმა.