დონალდ ტრამპი – კიმ ჩენ ინი ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა ჩემ მიმართ, მე მესმის მისი და მას ესმის ჩემი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მის მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა.
დონალდ ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი მის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორი იყო ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რეაქცია.
საუბარია ტრამპის განცხადებაზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელოვნად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
„მე მესმის მისი და მას ესმის ჩემი. მას არ მოსწონდა ბაიდენი, არ მოსწონდა ობამა, არავინ მოსწონდა, მაგრამ მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. კიმ ჩენ ინი ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა ჩემ მიმართ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა სამხრეთ კორეა და განაცხადა, რომ ქვეყანა უსამართლოდ მოიქცა, როდესაც ირანთან ომში აშშ-ის ძალისხმევის მხარდაჭერაზე უარი თქვა.