დონალდ ტრამპი - დემონსტრანტები მშვიდობიანები თუ იყვნენ, რატომ წაუკიდეს ცეცხლი ეკლესიას
დონალდ ტრამპი - დემონსტრანტები მშვიდობიანები თუ იყვნენ, რატომ წაუკიდეს ცეცხლი ეკლესიას

დემონსტრანტები ასეთი მშვიდობიანები თუ იყვნენ, რატომ წაუკიდეს ცეცხლი ეკლესიას წინა ღამით? – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.

„თქვენ არასწორად გაიგეთ! თუ დემონსტრანტები ასეთი მშვიდობიანები იყვნენ, რატომ წაუკიდეს ცეცხლი ეკლესიას წინა ღამით? ხალხს მოეწონა ჩემი მისვლა ამ ისტორიულ რელიგიურ ადგილზე!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ და გამოცემა „ფედერალისტის“ სტატიას აზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ მედია ტყუილად ამტკიცებდა, რომ ძალადობრივი არეულობის მონაწილეები იყვნენ მშვიდობიანები.

პირველ ივნისს დონალდ ტრამპის მისვლას წმინდა იოანეს ეკლესიაში კრიტიკა მოჰყვა. ამერიკული მედიის ცნობით, პოლიციამ თეთრ სახლთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადნეი გაზი გამოიყენა იმისათვის, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ეკლესიაში ფეხით გადაადგილების დროს უსაფრთხოება უზრუნველეყო.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე სოციალურ ქსელში აზიარებს პოლიცის კაპიტნის, დევიდ დორნის ფოტოს, რომელიც დონალდ ტრამპის თქმით, სენტ ლუისში მაროდიორებმა მოკლეს.

„ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს პოლიციელებს, შესაძლოა, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე“, – წერს დონალდ ტრამპი.

დატოვე კომენტარი