დონალდ ტრამპი - ასობით წელია, „დემოკრატების“ პოლიტიკამ განსაცდელის, სიღარიბისა და პრობლემების გარდა არაფერი მოგვიტანა
„დემოკრატები“ ასობით წელია, თითქოს ყველა ქალაქს მართავენ და მათმა პოლიტიკამ ჩვენ განსაცდელის, სიღარიბისა და პრობლემების გარდა არაფერი მოგვიტანა, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის შემდეგ პირველი საჯარო მიმართვისას განაცხადა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მცხოვრები ფერადკანიანი მოსახლეობა „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკის მომხრეა.
„მძინარე ჯომ შავკანიანთა და ლათინოამერიკელების იმედები ვერ გაამართლა. თუ გგონიათ, რომ მას ამ ქვეყნის მართვა შეუძლია, ცდებით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართა.