დონალდ ტრამპი – ასობით წელია, „დემოკრატების“ პოლიტიკამ განსაცდელის, სიღარიბისა და პრობლემების გარდა არაფერი მოგვიტანა
Virus Outbreak Trump
„დემოკრატები“ ასობით წელია, თითქოს ყველა ქალაქს მართავენ და მათმა პოლიტიკამ ჩვენ განსაცდელის, სიღარიბისა და პრობლემების გარდა არაფერი მოგვიტანა, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის შემდეგ პირველი საჯარო მიმართვისას განაცხადა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მცხოვრები ფერადკანიანი მოსახლეობა „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკის მომხრეა.
„მძინარე ჯომ შავკანიანთა და ლათინოამერიკელების იმედები ვერ გაამართლა. თუ გგონიათ, რომ მას ამ ქვეყნის მართვა შეუძლია, ცდებით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართა.