დონალდ ტრამპი – არასდროს მივატოვებთ აშშ-ის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას

18:07, 21.04.2020
An interpreter translates for President Donald Trump as French President Emmanuel Macron speaks during a meeting at Winfield House during the NATO summit, Tuesday, Dec. 3, 2019, in London. (AP Photo/ Evan Vucci)

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ხელისუფლება ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას არასდროს მიატოვებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„მე უკვე დავავალე ენერგეტიკის მდივანსა და ხაზინის მდივანს შეიმუშაონ გეგმა, რომელიც ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის დასახმარებლად თანხების გამოყოფას ითვალისწინებს, რათა კომპანიები და სამუშაო ადგილები დიდი ხნით იყოს დაცული“, – წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ამერიკული, დასავლეთ ტეხასური ნავთობი ბირჟებზე მკვეთრად გაუფასურდა. პირველად ისტორიაში ამ ტიპის ნავთობის ღირებულება 0-ზე დაბლა დაეცა.

21 აპრილს დასავლეთ ტეხასური ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო, თუმცა გაუფასურება დაიწყო ბრენტის ტიპის ნავთობმა.

მსგავსი