დონალდ ტრამპი - ახალგაზრდობაში ელვის პრესლის მადარებდნენ
დონალდ ტრამპი - ახალგაზრდობაში ელვის პრესლის მადარებდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდობაში როკ-ენ-როლის მეფეს ადარებდნენ. ასეთი განცხადება დონალდ ტრამპმა მისისიპის შტატის ქალაქ ტიუპელში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა. ამ ქალაქში 1935 წელს ელვის პრესლი დაიბადა.

„ახლა რასაც ვიტყვი, ალბათ არ უნდა ვთქვა, რადგან ქედმაღლობაში ჩამითვლიან და სინამდვილეში ასეთი არ ვარ, მაგრამ თუ არ ჩავთვლით ჩემს ქერა თმას, მე ახალგაზრდობაში ელვისს მადარებდნენ. ვერ შენიშნეთ? არ გჯერათ, ხომ? მე ყოველთვის ვთვლიდ,ი რომ ეს შედარება დიდი კომპლიმენტია“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა 16 ნოემბერს საზოგადო მოღვაწეები თავისუფლების მედლით პირველად დააჯილდოვა. ჯილდო შვიდმა ადამიანმა მიიღო. მათ შორის გარდაცვლილი ელვის პრესლიც იყო.