დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები ფინანსურ დახმარებას კიდევ ერთხელ მიიღებენ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები ფინანსურ დახმარებას კიდევ ერთხელ მიიღებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები ფინანსურ დახმარებას კიდევ ერთხელ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჩაწერილ ინტერვიუში გააკეთა. ინფორმაციასენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს აშშ-ის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი ჩეკის გაგზავნის იდეას.

„ჩვენ ვიმუშავებთ სტიმულირების კიდევ ერთ პაკეტზე. ორპარტიული ინიციატივა უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსნებთ, რომ მარტში პანდემიის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქეებმა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახმარების სახით 1200 დოლარი მიიღეს.

წარმომადგენელთა პალატაში განიხილავენ კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც თითოეული ოჯახისთვის 6000 დოლარის გადაცემას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი