დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის დელეგაციის გრენლანდიაში ვიზიტი იქნება მეგობრული და არა - პროვოკაცია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი გრენლანდიაში იქნება მეგობრული და არა – პროვოკაცია.
ტრამპმა აღნიშნა, რომ გრენლანდიის მოსახლეობა მათთან დაკავშირებას ითხოვს.
„ვფიქრობ, გრენლანდია ჩვენი მომავლის ნაწილი გახდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მეუღლე უშა ვენსი 27 მარტს გრენლანდიაში ჩავა. მისივე თქმით, ვიზიტში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც.