დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არასდროს უკითხავს ვლადიმერ პუტინისთვის, უხდიდა თუ არა მოსკოვი „თალიბანს“ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის

09:56, 30.07.2020

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არასდროს უკითხავს რუსი კოლეგისთვის, უხდიდა თუ არა მოსკოვი „თალიბანს“ ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის ავღანეთში, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის მონაცემებშია ასახული. ამის შესახებ ტრამპმა „ეიჩბიოუს“ (HBO) ეთერში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 23 ივლისს შემდგარი ბოლო სატელეფონო საუბრისას მათ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე იმსჯელეს.

ამასთან, დონალდ ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის ნამდვილობასაც.

მსგავსი