დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ანალოგიური რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ახლა ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას და უნდა დაასრულოს ომი ღაზაში
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ანალოგიური რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ახლა ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას და უნდა დაასრულოს ომი ღაზაში

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ანალოგიური რეაქცია ექნებოდა, როგორიც ისრაელს ჰქონდა, მაგრამ ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას და უნდა დაასრულოს ომი ღაზაში. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ისრაელის გაზეთ Israel Hayom-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპს ჰკითხეს, თუ როგორ მოიქცეოდა ის, მისი ოჯახი „ჰამასის“ თავდასხმის მსხვერპლი რომ ყოფილიყო.

„მე ვიტყოდი, რომ ისევე მოვიქცეოდი, როგორც შენ. ამას მხოლოდ სულელი არ გააკეთებს. ეს იყო საშინელი თავდასხმა. ძალიან მაწუხებს, როდესაც ვხედავ, რომ ხალხი აღარ საუბრობს 7 ოქტომბერზე, საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად აგრესიულია ისრაელი“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელმა აუცილებლად უნდა დაასრულოს ომი.

„ის, რაც მე ვნახე 7 ოქტომბერს, იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ ისრაელმა უნდა დაასრულოს ბრძოლა. თქვენ უნდა დაასრულოთ თქვენი ომი. დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებთ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მშვიდობას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს გაგრძელდეს. ისრაელი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რადგან თქვენ კარგავთ უამრავი ადამიანის მხარდაჭერას, თქვენ უნდა დაასრულოთ და უნდა მიხვიდეთ მშვიდობამდე ისრაელისთვის და ყველა დანარჩენისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომელიც, მისი თქმით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჩაიდინა, „რადგან მათ არ აქვთ პატივისცემა ბაიდენის მიმართ“.