სანამ UFC-ის მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვს ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია აქვს, ბრძოლა დროებითი ტიტულისთვის შედგება. დონალდ „ქაუბოი“ სერონეს განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფუხლში ის კონორ მაკგრეგორს დროებითი ტიტულისთვის დაუპირსპირდება.
სერონემ აღნიშნულის შესახებ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზეც დაწერა. შეგახსნებთ, რომ ხაბიბის მსგავსად დისკვალიფიკაცია კონორ მაკგრეგორსაც აქვს, თუმცა უფრო მცირეხნიანი. ირლანდიელი ოქტაგონს სავარაუდოდ 6 აპრილს დაუბრუნდება.