მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელგიელმა ჟუსტინ ანენმა აღიარა, რომ პროფესიული კარიერისას არც ერთ მოწინააღმდეგესთან არ მეგობრობდა
„სხვა გოგონებისგან განსხვავებული ვიყავი. საკუთარ თავში ვიკეტებოდი და არ გამოვდიდოდი საკუთარი სამყაროდან. პროფესიული ტური – ეს არის სამუშაო და მე არასოდეს მითამაშია ურთიერთობისთვის და მეგობრობისთვის. მინდოდა პროფესიონალი ვყოფილიყავი, მინდოდა გამარჯვება.
ბავშვობიდან მიყვარდა მეტოქეობა და პატივს ვცემდი მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ყოველთვის იდეალურად არ ვიქცეოდი. რთულია ემოციების გაკოტროლება ამგვარი კონკურენციის დროს. მნიშვნელოვანია გესმოდეს ეს, რათა შემდეგ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
მე არ მყავდა მეგობრები ტურში, თუმცა არც მქონია ამის სურვილი, რადგან ამისთვის არ ვთამაშობდი. მეგობრები მყავდა, მაგრამ არა საჩოგბურთო სამყაროდან“, – მოჰყავს ანენის სიტყვები Tennis World USA-ს.