სიმონა ჰალეპი ისევ პირველი ჩოგანია
სიმონა ჰალეპი ისევ პირველი ჩოგანია

მამაკაცთა და ქალთა პროფესიული ტურების განახლებული რეიტინგები გამოქვეყნდა.
კაცების კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – სარეიტინგო ქულები დაკარგა ჯეკ სოკმა და ის მერვედან მეათე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
ქალებში კი ლიდერი შეიცვალა. იმის გამო, რომ კაროლინ ვოზნიაცკიმ გამოტოვა დუბაის ტურნირი, პირველი პოზიცია დაიბრუნა რუმინელმა სიმონა ჰალეპმა.

გარდა ამისა, TOP10-ში ადგილები გაცვალეს პეტრა კვიტოვამ და ანჟელიკ კერბერმა – ჩეხი მეცხრე ჩოგანი გახდა, კერბერი – მეათე.

ATP. TOP10

1(1). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 10 105
2(2). რაფაელ ნადალი (ესპ) – 9 760
3(3). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 960
4(4). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 635
5(5). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 4 450
6(6). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 4 180
7(7). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 280
8(9). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 2 825
9(10). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 2 745
10(8). ჯეკ სოკი (აშშ) – 2 650

WTA. TOP10
1(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) – 7 965
2(1). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) – 7 525
3(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) – 6 175
4(3). ელინა სვიტოლინა (უკრ) – 5 480
5(5). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) – 5 080
6(6). ელენა ოსტაპენკო (ლატ) – 5 000
7(7). კაროლინ გარსია (საფ) – 4 625
8(8). ვინუს უილიამსი (აშშ) – 4 277
9(10). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) – 3 086
10(9). ანჟელიკ კერბერი (გერ) – 3 055.