ჩოგბურთი | იანიკ სინერს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება – იტალიელი ავსტრალიის ღია პირველობას, სავარაუდოდ, გამოტოვებს #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, იანიკ სინერს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
25 წლის ჩოგბურთელმა ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება ფინელ ექიმთან, ლასე ლემპაინენთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ოპერაცია ფინეთის ქალაქ ტურკუში 24 ნოემბერს არის დაგეგმილი.
წინასწარი ინფორმაციით, სინერს რეაბილიტაციისთვის სამი-ოთხი თვე დასჭირდება, რის გამოც, დიდი ალბათობით, 2027 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. იტალიელის კორტზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
იანიკ სინერმა ბოლო ოფიციალური მატჩი 12 ივლისს, უიმბლდონზე ჩაატარა და მუხლის ტრავმის გამო, ოთხ თვეზე მეტია, არ უთამაშია.