ძიუდო | სალომე მერკვილაძე კადეტთა შორის ტაშკენტის გრანპრის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა #1TVSPORT

19:01, 24.11.2026

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე კადეტთა შორის სალომე მერკვილაძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მასპინძელ სპორტსმენს, უზბეკ ქუშუბიბი ერგაშევას სძლია.

ტურნირზე ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჯქონდა გიორგი კაპანაძეს (66 კგ), მაგრამ იგი ფინალურ ბლოკში დამარცხდა.

ტაშკენტის გრანპრიზე 19 ქვეყნის 250 ძიუდოისტი ასპარეზობს – 25 ნოემბერს ტურნირზე 10 ქართველი იჭიდავებს.

მსგავსი