ნოვაკ ჯოკოვიჩი - მზად ვარ, ცარიელ არენებზე ვითამაშო
ნოვაკ ჯოკოვიჩი - მზად ვარ, ცარიელ არენებზე ვითამაშო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მზად არის ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ითამაშოს.

„სიმართლე გითხრათ, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით თამაში ჩემი ოცნება არ არის. მაგრამ რეალობა ისეთია და ეს, ალბათ, ასეც იქნება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ტური ისევ ამუშავდეს, ეს უნდა მივიღოთ და გარკვეული შეზღუდვების პირობებში ვითამაშოთ.

რაც შემეხება მე, ჩოგბურთს მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვთამაშობ. და, რა თქმა უნდა, უმაყურებლო სტადიონი იდეალური სიტუაცია არ არის“, – თქვა ჯოკოვიჩმა.

ამ მომენტისთვის, ყველა ოფიციალური საჩოგბურთო ტურნირი 13 ივლისამდეა შეჩერებული.

ჯოკოვიჩი ივნისში ბალკანებზე აპირებს საჩვენებელი მატჩების სერიის მოწყობას. მან ამისთვის ავსტრიელი დომინიკ ტიმი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და სხვები მიიწვია.