მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კარანტინის დამრღვევთა დახვრეტის იდეას მხარი დაუჭირა

11:15, 17.05.2020

ყოფილი ჩილელი ჩოგბურთელი მარსელო რიოსი სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადებით გამოვიდა. მან კომენტარი გაუკეთა ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს მოწოდებას, რომელმაც ნება დართო პოლიციასა და ჯარისკაცებს – კარანტინის დამრღვევებს ესროლონ.

„არ ვიცი, როგორი მთავრობა ჰყავს ამ ქვეყანას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ორ-სამ ბიჭს მოკლავენ, ვინც კარანტინი არ დაიცვა, სხვები წესს აღარ დაარღვევენ. ეს ჩემი პირადი აზრია. ვფიქრობ, როცა სიტუაცია კონტროლიდან გამოდის, მკაცრი მეთოდების გამოყენება აუცილებელია“, – დაწერა რიოსმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

1998 წელს, ჩილელმა გარკვეული ხანი რეიტინგის პირველ ადგილზე გაატარა, თუმცა, მას არასოდეს მოუგია „დიდი სლემის“ ტურნირი – საუკეთესო შედეგი 1998 წელს ჰქონდა, როცა ავსტრალიის ღიას ფინალში ითმაშა.

მსგავსი