ჟორჟ-სენ პიერი - მალე დადგება დრო, როცა ММА მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გახდება #1TVSPORT
ჟორჟ-სენ პიერი - მალე დადგება დრო, როცა ММА მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გახდება #1TVSPORT

შერეული ორთაბრძოლების ლეგენდა, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჟორჟ-სენ პიერი მიიჩნევს, რომ შორს არ არის დრო, როდესაც ММА მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გახდება.

„ვფიქრობ, მალე დადგება დრო, როცა MMA განვითარება პიკს მიაღწევს და შერეული ორთაბრძოლები სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად გადაიქცევა. შევეცდები, ავხსნა, ეს რატომ მოხდება. თითოელი ადამიანი, რომელიც თვალს შერეულ ორთაბრძოლებეს ადევნებს, სპორტსმენებს საკუთარ თავთან აიგივებს. ეს გენეტიკურ კოდშია, რადგან ჩვენი წინაპრები მთელი ისტორიის განმავლობაში თავის გადასარჩენად იბრძოდნენ. ბრძოლა, ნადირობა… ადამიანებს გამუდმებით უწევდათ მკაცრ პირობებში ცხოვრება. შემიძლია, მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს მოვკიდო ხელი და ჩავაყენო ისეთ მდგოარეობაში, რომ ის აუცილებლად ბრძოლას აირჩევს“, – მიაჩნია ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს.

ММА-ში კანადელმა 28 ბრძოლა გამართა და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. სენ-პიერი ოქტაგონზე ბოლოს 2017 წელს ავიდა, მაიკლ ბისპინგი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და UFC-ში საშუალო წონითი კატეგორიის ქამარს დაეუფლა. მოგვიანებით კანადელმა მებრძოლმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.