ქუთათელაძის მეტოქე ცნობილია – ქართველი მებრძოლი კანადელ ჯონ მაკდესს დაუპირისპირდება #1TVSPORT

12:54, 17.03.2023

გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს 10 ივნისს დაუბრუნდება და მისი მოწინააღმდეგე კანადელი მებრძოლი ჯონ მაკდესი იქნება, – ინფორმაციას შვედური გამოცემა Frontkick-ი ავრცელებს.

ქართველი მებრძოლის მეტოქეს UFC-ში 19 ბრძოლა აქვს  გამართული – 11 გამარჯვება და რვა მარცხი. შვედური გამოცემის ინფორმაციით, კონტრაქტის დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ქუთათელაძეს შერეულ ორთაბრძოლებში 12 მოგება და სამი მარცხი აქვს. შეგახსენებთ, რომ UFC-ში ბოლო დაპირისპირება გურამმა ისმაგულოვთან დათმო.

მსგავსი