„ბარსელონას“ ყოფილი მცველი ჟორდი ალბა „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი გახდა, – ამის შესახებ იტყობინება ამერიკული კლუბის პრესსამსახური. მხარეებმა ორ სეზონზე კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომელიც 2025 წლის ივლისამდე იქნება ძალაში.
ალბამ „ბარსელონაში“ 11 წელი ითამაშა და 18 ტიტული მოიპოვა.
2022-23 წლების სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ ალბა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა გუნდს.