ჟორდი ალბა - FIFA-ს ჯილდო არასამართლიანია, რადგან ის მესის ეკუთვნოდა
„ბარსელონას“ მცველი ჟორდი ალბა თვლის, რომ ის ჯილდო FIFA-სგან, რომელიც „მადრიდის რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მიიღო, მისი თანაგუნდელისთვის, ლეონელ მესისთვის უნდა გადაეცათ.
„ჯილდო არის ძალიან ყალბი,“- ციტირებს „A Bola“ ალბას სიტყვებს. „მოდრიჩი არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ მესი იმყოფება საერთოდ სხვა დონეზე, ის თამაშობს სხვა კატეგორიაში, განსაკუთრებულში. შეგახსენებთ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ მესის ანგარიშზე უკვე 5 გატანილი ბურთია.“ – განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.